2023 წლის სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან ინფლაციაზე ნაკლებია. ამ დროისთვის რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
თურქეთი – ინფლაცია სექტემბერში 61.5%, სამიზნე ინფლაცია 5%;
საქართველო – ინფლაცია სექტემბერში 0.7%, სამიზნე ინფლაცია 0.7%;
სომხეთი – ინფლაცია სექტემბერში 0.1%, სამიზნე ინფლაცია სომხეთში 4%;
რუსეთის ფედერაცია – ინფლაცია აგვისტოში 5.2%, სამიზნე ინფლაცია რუსეთში 4%;
აზერბაიჯანი – ინფლაცია აგვისტოში 11.7%.
რეგიონის ქვეყნებს შორის ინფლაციის მხრივ ყველაზე რთული ვითარება თურქეთშია, სადაც 2023 წლის გაზაფხულამდე ინფლაციას კლების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ზაფხულიდან მან კვლავ ზრდა დაიწყო და სექტემბერში 61%-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოს პირველ ხუთეულშიც იკავებს ადგილს. 21 სექტემბერს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტული პუნქტით 30%-მდე გაზარდა.
საქართველოს მსგავსად ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია სომხეთში, სადაც სექტემბერში ფასები წლიურად 0.1%-ით გაიზარდა. სომხეთში სამიზნე ინფლაცია 4%-ს შეადგენს. ბოლო რამდენიმე თვეა რაც სომხეთის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. 2022 წლის დეკემბერში ის 10.75%-ს შეადგენდა, ივნისში ის 10.5%-მდე, აგვისტოში 10.25%-მდე, ხოლო სექტემბერში 9.75%-მდე შემცირდა.
რუსეთში აგვისტოს მდგომარეობით ინფლაცია 5.2%-ს შეადგენდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის ვებგვერდის თანახმად, სამიზნე ინფლაცია 4%-ს შეადგენს. რუბლსა და ინფლაციაზე გაზრდილი დაწოლის გამო ცენტრალურმა ბანკმა 15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით, 13%-მდე გაზარდა. განახლებული პროგნოზით, რუსეთის ცენტრალური ბანკი მოელის რომ 2023 წლის საშუალო ინფლაცია 6-7%-ის დიაპაზონში იქნება.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყანაში ინფლაცია ბოლო ორი წელია მზარდია. 2021 წელს ის ჯერ 6.6%-ს შეადგენდა, შემდეგ კი 2023 წელს 13%-საც გადააჭარბა, წელს კი მცირედით შემცირდა, თუმცა მაინც მაღალ დონეზე შენარჩუნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის აპრილში ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.75%-დან 9%-მდე გაზარდა.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…